ტერორიზმი

ვალსი: ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთის პოლიციამ ხუთი ტერაქტი აღკვეთა

http://atlanticsentinel.com/

ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთის პოლიციამ ხუთი ტერაქტი აღკვეთა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა.

მანუელ ვალსმა პარიზის მახლობლად ვილჟუფის ეკლესია მოინახულა, რომელზე თავდასხმასაც გუშინ დაკავებული ტერორისტი გეგმავდა.

ვალსის განცხადებით, საფრანგეთში ასეთი დონის ტერორისტული საფრთხე არასდროს ყოფილა. სულ, მისი თქმით, ტერორისტულ საქმიანობაში ათას ხუთასზე მეტი ფრანგია ჩაბმული.

გუშინ საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით 24 წლის ალჟირელი სტუდენტი დააკავა. 

კომენტარები