ბიძინა ივანიშვილის როლი

ურუშაძე: არაფორმალური გავლენა დღეს გამოწვევაა, რის წინაშეც ქართული დემოკრატიაა

მე ვფიქრობ და ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაც ასეთია, რომ არაფორმალური გავლენის ნიშნები არის, სრულიად ცხადია. ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის ამბობენ, რომ "თქვენ არასაკმარისად ასაბუთებთ ამას." საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც კი მეტყველებს ამაზე, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი რჩება გადაწყვეტილებების მიმღებად და არის სხვადასხვა შემთხვევები, რომლებიც ამაზე მიუთითებს. მათ შორის, საკადრო პოლიტიკაც დღევანდელ ხელისუფლებაში. ამიტომ ამ არაფორმალური გავლენის ნიშნები აშკარაა. ისიც ფაქტია, რომ ეს არის დღესდღეობით ერთ-ერთი მთავარი და შესაძლოა, ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ქართული დემოკრატია დგას. ჩვენ თუ გვინდა, ავაშენოთ კანონის უზენაესობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო, ცხადია, რომ ასეთ სახელმწიფოში არ შეიძლება სისტემის გარეთ მყოფი მოთამაშეების არაფორმალურ გავლენას ჰქონდეს ადგილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი ერეკლე ურუშაძე ტაბულას ეთერში, გადაცემაში "თეორემა."

კომენტარები