კორუფცია

პრემიერი: ევროპის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე მთავრობა ვართ

ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა და მთავრობა არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ ევროპის ფარგლებშიც. ასე რომ, ჩემთვის, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რას ფიქრობს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი. ეს აღიარება ჩვენ მოვიპოვეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც მთავარია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა, ხელისუფლება და, ზოგადად, ქვეყანა. ასე რომ, ჩემთვის თითოეული კითხვის ნიშანი არის მნიშვნელოვანი. 

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მან საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუცაშვილს დაავალა, საქართველოში შვეიცარიის ელჩს გიუნტერ ბეხლერს შეხვდეს და გაარკვიოს, "რატომ არის შეწუხებული". ბეხლერის თქმით, საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებული პოტენციარული პრობლემები ძალიან სერიოზულია.

კომენტარები