ამერიკის ეკონომიკა

აშშ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპმა პირველ კვარტალში 0.2% შეადგინა

AFP via Getty Images

აშშ-ს ეკონომიკურმა ზრდამ 2015 წლის პირველ კვარტალში 0.2% შეადგინა. რაც წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება, რადგანაც 2014 წლის პირველ კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა გაზრდის ნაცვლად 2%-ით შემცირდა. 2014 წლის ბოლო კვარტალში კი აშშ-ს ეკონომიკურმა ზრდამ 2.1% შეადგინა. 

აშშ-ს ეკონომიკური ზრდა გასული წლის მეორე და მესამე კვარტალში საშუალოდ 4.5%-ს შეადგენდა, მეოთხე კვარტალში ზრდის ტემპმა იკლო და 2.1% შეადგინა. 

აშშ-ში მოსახლეობის დანახარჯების მოცულობა პირველ კვარტალში 1.9%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს. ბიზნეს სექტორის დანახარჯები კი პირიქით 3.4%-ით არის შემცირებული, რაც ძირითადად ენერგოკომპანიების თავშეკავებულ კაპიტალურ დანახარჯებს უკავშირდება. საწვავის ფასების შემცირების გამო იმ პროექტებს რომლებიც ენერგოკომპანიებისთვის ადრე ფინანსურად მიმზიდველი იყო დღეს სავწვავის დაბალი ფასის გამო ნაკლებად მიმზიდველია, რაც ამ სექტორში ინვესტიციების მოცულობის შემცირებას იწვევს. 

კომენტარები