ელგუჯა ხოკრიშვილი

ივანიშვილი: ხოკრიშვილის წასვლა ჩემი ცხოვრების წესისთვის აბსოლუტურად გასაგებია

ელგუჯა ხოკრიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპატიური მინისტრი იყო და მახსოვს, მას როგორი ბრალდებები წაუყენეს და როგორი პასუხები გასცა ბილეთებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი წავიდა. გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა ამ კაცმა თავი. ვერ მოახერხა ოჯახის გადმოყვანა და ოჯახს უერთდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი სტანდარტების მინისტრი გადის მთავრობიდან, მაგრამ ჩემთვის, ჩემი ცხოვრების წესისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ოჯახი დააყენა წინ, წავიდა და გაერთიანდა ოჯახთან. სადაა კითხვები აქაც? ნორმალური პროცესია, ერთი კაცი[დავით შავლიაშვილი] ავად გახდა, მეორეს ოჯახთან გაერთიანება მოუნდა. რატომაა ამხელა აჟიოტაჟი. აქაა კითხვები - რა ხდება, რატომ შფოთავთ ასე. განა ეს ჩვეულებრივი მოვლენები არაა? ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, არცერთი კითხვა არ დაისმებოდა. განა ყველაფერი კულტურულად არ განხორციელდა?

 

ექსპრემიერი და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები