ქართველი ჯარისკაცები

ღარიბაშვილი: ბოდიში მოუხადეთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ჯარებს

გუშინ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე და ჩვენ დღის ბოლოს ვიხილეთ სიუჟეტი ჯერ იმედის ეთერში, შემდეგ რუსთავი 2-ზე და ასე შემდეგ, ქართველ ჯარისკაცებზე, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას რაღაც წყაროზე დაყრდნობით. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მოგიწოდებთ ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ჯარებს და თითოეულ ჯარისკაცს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მართლაც საამაყო გმირები არიან ჩვენი ჯარისკაცები. ამიტომ, აბსოლუტურად აღმაშფოთებელი, დასაგმობი ფაქტი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ ყველამ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი.

განაცხადა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვებზე ძალადობაში ქართველი სამხედროების შესაძლო მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.

კომენტარები