სამთავრობო ცვლილებები

აგულაშვილი: სამინისტროში საკადრო ცვლილებები არ მაქვს განზრახული

ტაბულა

გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად წარდგენილი გიგლა აგულაშვილი სამინისტროში საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს. 

"ვგეგმავ, რომ სამინისტროში გავაგრძელო ის სტრატეგიული გეგმა, რომელიც არსებობს. ვითანამშრომლო სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პრინციპული ნიშვნელობის იქნება ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების, გარემოს დაცვის პრინციპების სწრაფი იმპლემენტაცია. მინდა, დავამშვიდო შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები, მთელი სამინისტროს სრული შემადგენლობა, რომ საკადრო გადაადგილებების არანაირი ტალღა არ მაქვს განზრახული და ვგეგმავ, ყველა პროფესიონალს ვცე პატივი", - თქვა აგულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავდაცვის, გარემოს დაცვის, სპორტის მინისტრობის კანდიდატებად თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა.

კომენტარები