ხიდის ჩამონგრევა

აღმაშენებლის ხეივანში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა

ინტერპრესნიუსი

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი სატვირთო ავტომობილია, რომელიც ხიდს გამოედო, რამაც რკინის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.

მომხდარის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება.

კომენტარები