შსს

შსს: ფრიმენი ჰგავდა დანაშაულში მხილებულ პირს, რის გამოც წაიყვანეს განყოფილებაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამერიკელი გრანტ ფრიმენი "აღწერილობით ჰგავდა ერთ-ერთ დანაშაულში მხილებულ პიროვნებას". როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფრიმენი გადამოწმების მიზნით გადაიყვანეს სოლოლაკის განყოფილებაში.

"ამის შემდეგ გაათავისუფლეს. თუ რაიმე პრეტენზია აქვს პოლიციელებთან დაკავშირებით, უნდა მიმართოს გენერალურ ინსპექციას", - აცხადებენ შსს-ში.

ამერიკელმა გრანტ ფრიმენმა ფეისბუქში დაწერა, რომ პოლიციელები მოითხოვდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რაც არ ჩაუდენია.

"საშინლად გაბრაზებული ვარ. ბარიდან სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც პოლიციამ გამაჩერა... გავჩერდი, როგორც მითხრეს... ბორკილები დამადეს და წამიყვანეს სოლოლაკის განყოფილებაში... ისინი შეურაცხყოფას მაყენებდნენ და მოითხოვდნენ, მეღიარებინა, რომ ფანჯარა გავტეხე, რომელიც არ გამიტეხავს... მანამდე, 2 საათით ადრე პოლიციის მანქანაში ისინი ცდილობდნენ, მეღიარებინა დანაშაული, რაც არ ჩამიდენია. მე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვარ. ვბრუნდებოდი ღამე სახლში და ჩემმა დამსაქმებელმა შეურაცხყოფა მომაყენა... ეს კარგი არ არის... აღშფოთებული ვარ. მინდა, უკეთესი იყოს საქართველო... ეს არ არის კარგი... შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესი", - წერს ამერიკელი.

კომენტარები