NDI-ის კვლევა

NDI: 70%-ის აზრით, უმცირესობების უფლებების დაცვა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია

NDI

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 2014 წლის აპრილისა და აგვისტოს გამოკითხვებთან შედარებით, ეს მონაცემი 8%-ით არის გაზრდილი.

NDI-ის კვლევაში მონაწილეთა 6% ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა, ხოლო 17% ამ საკითხის მიმართ "ნეიტრალურად" არის განწყობილი. 

ამასთან, გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვა, 70% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა. 68%-ის აზრით, ეთნიკური უმცირესობების დაცვაა მნიშვნელოვანი, ხოლო მხოლოდ 22% მიიჩნევს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2.3%-ია.

კომენტარები