საქართველოს ეკონომიკა

ხადური: კაპიტალური და სოციალური ხარჯები ბიუჯეტში არ შემცირდება

თებერვალში ვთქვით, რომ საქართველოს ბიუჯეტი შესაძლოა, შეიცვალოს. ჯერჯერობით ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით, თუმცა ეკონომიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, გვაფიქრებს იმაზე, რომ გადავხედოთ ჩვენს პროგნოზებს და თუ პროგნოზები ოფიციალურად შეიცვლება, ამ შემთხვევაში, ალბათ, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირება. შესაძლებელია არ იყოს ხარჯების შემცირება, მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ კაპიტალური და სოციალური ხარჯები ბიუჯეტში არ შემცირდება.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ალბანეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები