საავტომობილო გზები

სატესტო ველორბოლის გამო, აღმაშენებლის ხეივანში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის მოსამზადებელის სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი სატესტო ველორბოლის გამო, დღეს, აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. ველოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელის ომარ ფხაკაძის თქმით, ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანში, "მარი მარკეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 500 მეტრი გზის მონაკვეთი უკვე დაკეტილია; 15:00 საათიდან 17:30 საათამდე კი, შეზღუდვა თბილისი მოლამდე იმოქმედებს. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, აღმაშენებლის ხეივანში, ტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით, 17:30 საათზე აღდგება.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არის საპატრულო პოლიცია და ქალაქის მერია.

კომენტარები