კრიმინალი

ზესტაფონში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ზესტაფონში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გრიგოლ ა. და 1989 წელს დაბადებული რატი მ. უკვე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურიდან 660 ევრო, 4295 ლარი, 1961 აშშ დოლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მაკაროვის და ბარეტას სისტემის პისტოლეტები, ვაზნები და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2და მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით).

კომენტარები