ევროვიზია 2015

ნინა სუბლატი ევროვიზიის ფინალშია

BBC Eurovision/Fb.com

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროვიზიის სასიმღერო კონკურსის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. შედეგების თანახმად, საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი ფინალში გავიდა. 

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი - 23 მაისს.

დღევანდელ ნახევარფინალში სულ 16 კონკურსანტი მონაწილეობდა. მათგან ათი ფინალშიც იმღერებს. ფინალისტები ჟიურიმ და მაყურებლებმა გამოავლინეს. 

კომენტარები