ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში უძველესი ქალაქი პალმირა დაიკავეს

BBC

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში, დედაქალაქიდან 240 კილომეტრში მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უძველესი ქალაქი პალმირა მთლიანად დაკავეს. ქალაქი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის და მის ტერიტორიაზე მრავალი მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ძეგლი მდებარეობს. შესაძლოა, მათ იგივე ბედი ეწიოთ, რაც სხვა კულტურულ ძეგლებს ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე, რომლებიც ისლამისტებმა გაანადგურეს.

სირიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კულტურული ფასეულობების ნაწილის გატანა მოასწრეს, თუმცა, არქიტექტურის ძეგლებს განადგურების საშიშროება ემუქრება.

კომენტარები