რიგის სამიტი

ჰანი: ვიზალიბერალიზაციისთვის საჭიროა, საქართველომ პირობები დააკმაყოფილოს

იოჰანეს ჰანი
ევროკავშირი

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციისთვის საჭიროა, საქართველომ და უკრაინამ პირობები დააკმაყოფილონ. ამის შესახებ მან რიგაში, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საქართველოს სამომავლო პერსპექტივები დამოკიდებულია როგორც მოლოდინებზე და ასევე იმ წინსვლებზე, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს. ევროკავშირთან პარტნიორობა არა მხოლოდ ერთი მიმართულებით გზაა, არამედ ორლიანდაგიანი გზაა. ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება და თანხვედრაში მოყვანა იმისთვის, რომ საქართველომ და უკრაინამ ვიზალიბერალიზაციისთვის პოზიტიური საბოლოო ანგარიში მიიღონ. წლის ბოლოს მივიღებთ ანგარიშს. ამ საკითხზე ჩვენ ევროსაბჭოში სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს", - თქვა ჰანმა.

კომენტარები