რიგის სამიტი

ბერუჩაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს და მივიღებთ მაქსიმუმს

ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა მანამდე, სანამ ჩვენ ვიხილავთ რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციას. დღეს საღამოს გაიმართება სპეციალური შეხვედრა ევროპის საგარეო და უსაფრთხოების დარგში უმაღლესი წარმომადგენლის, ქალბატონი მოგერინის და ასევე ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სადაც ის კონტურები, რომელიც დღეს აქვს დეკლარაციას, საბოლოოდ შეჯერდება. არის პრობლემატური საკითხები, არის დებატები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს და მივიღებთ მაქსიმუმს იმ პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, რაც დღეს არის ევროპაში.

განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რიგაში.

კომენტარები