არჩევნები პოლონეთში

ოფიციალური შედეგების მიხედვით, ანდჟეი დუდამ ხმების 52% მიიღო

andrzejduda.pl

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოცხადდა. ხმების 52%-ით არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ანდჟეი დუდამ გაიმარჯვა. მოქმედ პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის ხმა 48%-მა მისცა.

ანდჟეი დუდა პარტია პრავო ი სპრავედლივოსტს წარმოადგენს, რომლის ლიდერი ყოფილი პრემიერი და დაღუპული პრეზიდენტის ძმა იაროსლავ კაჩინსკია.

პრეზიდენტის უფლებები პოლონეთში შეზღუდულია, თუმცა იგი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და კანონებზე ვეტოს უფლებით სარგებლობს.

საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში შემოდგომაზე გაიმართება, მთავარი მეტოქეები კაჩინსკის პარტია და მმართველი სამოქალაქო პლატფორმა იქნებიან. 

კომენტარები