ხანძარი

ჩინეთში, მოხუცებულთა სახლში 38 ადამიანი დაიწვა

REUTERS

38 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ქალაქ პინდუნშინში მოხუცებულთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ექვსი ადამიანი დაშავდა.

ცეცხლი 10-მდე შენობას მოედო. წინასწარი ვერსით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

მოხუცებულთა სახლი კერძო მფლობელს ეკუთვნოდა. ხანძრის დროს შენობაში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები