საქართველოს თასი 2014-15

თბილისის დინამომ საქართველოს თასის ფინალში სამტრედია 5:0 გაანადგურა

https://www.facebook.com/DINAMOTB

26 მაისს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს თბილისის დინამო და სამტრედია დაუპირისპირდნენ.

მიხეილ მესხის სტადიონზე გამართული დაპირისპირება დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა თბილისელებმა პირველი ნახევარი მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ნახევარში სამტრედია საბოლოოდ გატყდა და გეგუჩაძის ფეხბურთელებმა საბოლოოდ 5:0 გაანადგურეს მეტოქე. დუბლი შეასრულეს პაპუნაშვილმა და ონვუმ, ხოლო ბოლო - მეხუთე ბურთი ვოლკოვის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძე დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ ახლახანს დაინიშნა. ეს თბილისელთათვის საქართველოს თასის უკვე მე-12 ტიტულია.

 

კომენტარები