სააკაშვილის მოქალაქეობა

ხიდაშელი: სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არაფრად უღირს

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა არაფრად უღირს - ასე გამოეხმაყრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებას.

ხიდაშელის თქმით, სააკაშვილის მსგავსი ქმედება ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად ერთგულია ის თავისი ქვეყნისათვის.

"ყველაზე კარგად მისი ერთგულება საკუთარი სამშობლოს მიმართ გამოჩნდა. თუკი ვინმეს თეორიულად ეჭვი ეპარებოდა, ძალიან კარგად დაინახა, როგორი ერთგულია თავისი სამშობლოს მიმართ სააკაშვილი, რომელსაც არაფრად უღირს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებას ხელს თავად პრეზიდენტი აწერს.

კომენტარები