სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ბრალდებულმა, წინასწარი მონაცემებით, თავი მოიკლა

სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში ბრალდებულმა 36 წლის მამაკაცმა, წინასწარი მონაცემებით, თავი მოიკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

"31 მაისს სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ი.ს.-მ, წინასწარი მონაცემებით, საკნის საპირფარეშოში სუიციდი განახორციელა. აღნიშნული გარდაცვლილის ოჯახს ეცნობა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თვითმკვლელობის ვერსია საეჭვოდ მიაჩნია უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს. მისი განცხადებით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, ის მიმდინარე წლის 14 მაისს ნარკოტიკების უკანონიდ შენახვა-შეძენა-ტარების მუხლით დააკავეს, თუმცა თავად ბრალს არ აღიარებდა და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.

კომენტარები