რუსული ოკუპაცია

პუტინმა და თიბილოვმა ე.წ. ხელშეკრულების რეალიზაციაზე იმსჯელეს

Presidential Press and Information Office

რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების რეალიზაციას შეეხო, რომელსაც ხელი მარტის ბოლოს მოეწერა. დოკუმენტი უსაფრთხოების საერთო სტრუქტურების შექმნას, საზღვარზე გადასვლის გამარტივებასა და ცხინვალისთვის დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.

"სიტუაცია საკმაოდ ენერგიულად ვითარდება, იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ხელშეკრულება შესაბამის პროცედურებს გაივლიდა ჩვენთან სახელმწიფო სათათბიროში. როგორც იცით, უკვე დავავალე ჩვენს უწყებებს, სამხრეთ ოსეთიდან კოლეგებთან ერთად იმუშაონ", - თქვა პუტინმა.

"ჩვენ სამხრეთ ოსეთში ძალიან ვაფასებთ რუსეთთან ურთიერთობას, ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ რეალიზაციას ელოდება, კოლეგებთან ერთად სხვადასხვა უწყებებიდან ვმუშაობთ წინადადებებზე, რომლებიც გახდება მომავალი შეთანხმებების საფუძველი, რაც ხელშეკრულების რეალიზაციას ემსახურება", - განაცხადა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა.

 

 

კომენტარები