შსს

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართადამცველებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სასტუმრო ანას დროებითი მფლობელი, ზორბეგ დ. და სასტუმრო სთარის დროებითი მფლობელი, რომან ფ. სამართალდამცველებმა ბათუმში აიყვანეს. სამართალდამცველებმა ამავე დანაშაულში ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს 5 პირი, რომელთაგან 2 თურქეთის მოქალაქეა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემული პირები ბათუმში მდებარე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკო-კლუბების ფართებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და დისკო-კლუბებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. ყველა დაკავებული და მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები