ვფიქრობ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არ უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ საქართველოს მცირე საზოგადოება ვერ აიტანდა ნაფიც მსაჯულთა დაკომპლექტებას მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ მეორე ადამიანის ბედი გადაწყვიტოს. ეს ახასიათებს პატარა საზოგადოებას, არა მარტო საქართველოს. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც სახალხო მსაჯულების ინსტიტუტის დაკომპლექტების უფრო ეფექტურ მექანიზმს შემოგვთავაზებს. დღეს რაც გვაქვს, საკმაოდ მოუქნელი სისტემაა. ვიმსჯელოთ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დახვეწის თემაზე
tbl.ge/nye
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე.
ამავე თემაზე
- ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
- გრიგალაშვილი: სასამართლოს არ ენდობიან - ამ პირობებში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ალტერნატივაა
- მეზვრიშვილი: ნაფიცი მსაჯულები კარგია სასამართლოსადმი ნდობის ასამღლებლად, ყოველთვის ასე იყო
- ხვადაგიანი ნაფიც მსაჯულებზე: ერთადერთი, ვინც სანდო დარჩა საქართველოს მოქალაქეები არიან
- გრიგორიადისის მამა: ნაფიცი მსაჯულები საშვილიშვილოა, მხოლოდ ლაზარეს და თორნიკესთვის არაა