ზურაბ ადეიშვილი

ადეიშვილი: მთავრობას სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადირების მცდელობა აქვს

გული მწყდება, რომ პროკურატურა კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლას აგებს. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ის თავის ძირითად ამოცანებზე კონცენტრირებას ვერ ახერხებს, რადგანაც ძალიან ბევრი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე აქვს. პროკურატურა პოლიტიკურ ზეგავლენებს ვერ ასცდა, ის უბრალოდ ინსტრუმენტია მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში. შესაბამისად, ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დღეს პროკურატურას აქვს, სწორედ აქედან გამომდინარეობს და სწორედ ამ პრობლემის გარშემო ტრიალებს. რაც შეეხება მთლიანად მთავრობის საქმიანობას, ერთადერთ დადებით მხარეს გამოვყობ, რომ დეკლარირებულ დონეზე საქართველოს ევროპულ არჩევანზე და პროდასავლურობაზე ახალ მთავრობას კურსი არ შეუცვლია, ყოველ შემთხვევაში დეკლარაციის დონეზე. საქართველო კვლავ აცხადებს პრეტენზიას, რომ იყოს NATO-ს წევრი ქვეყანა, რომ მომავალში ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ამავდროულად კარგია ისიც, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ დავტოვეთ, არ ჩამოიშალნენ და მუშაობენ მეტ-ნაკლები წარმატებით. საუბარი მაქვს იუსტიციის სახლზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაზე და ა.შ. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ შეტევა განხორციელდა ეკონომიკური განვითარების მთავარ ფუნდამენტზე - ეს არის დერეგულირებული, თავისუფალი, გახსნილი, ლიბერალური ეკონომიკა. ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ უარი მთავრობამ გადასახადების შემდგომ შემცირებაზე უარი თქვა, ასევე ის, რომ ქვეყანაში თავისუფალი შემოსვლა იზღუდება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ ხორციელდება, ძალიან შემცირდა დაფინანსება იმ სფეროებში, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, შემცირებულია გარე ინვესტიციები. შესაბამისად, ეს ყველაფერი მძიმედ აისახება ეკონომიკურ პერსპექტივაზე დღესაც და მომავალშიც. ამას თან ემატება მთავრობის არაკომპეტენტურობა, არაფორმალური მმართველობა, რომელიც ქვეყანაში წესად იქცა, არამარტო უმაღლეს დონეზე და ბუნებრივია, სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადირების მცდელობა, რომელიც თანდათან უფრო მძიმე შედეგებს იღებს, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებსი. ასევე სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია ქსენოფობიის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წაქეზება და ა.შ.

განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში საუბრისას

კომენტარები