ზურაბ ადეიშვილი

ადეიშვილი: ენმ და სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მე - არა

დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში დაბრუნდება - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ზურაბ ადეიშვილის თქმით, პოლიტიკური დისკუსიის ის დონე, რომელიც ამჟამად ქვეყანაშია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში. ამ ახალ გუნდში შეიძლება არ იყოს ბევრი ძველი სახე და მათ შორის ცალსახად მე, ზურაბ ადეიშვილი. ამავე დროს, დაბრუნება იქნება აბსოლუტურად სხვა ეტაპზე, იმიტომ, რომ ქვეყანა ვითარდება. პოლიტიკური დისკუსიის ის დონე, რომელიც არის ქვეყანაში ნამდვილად უნდა შეიცვალოს. აუცილებელია სხვა ტიპის პოლტიიკური დიალოგის შემოტანა ქვეყანაში, მათ შორის კოალიციური მმართველობების, მათ შორის კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების წესის.

საქართველოს წინაშე აღარ დგას ის ამოცანები, რაც იდგა 10 წლის წინ. შესაბამისად უფრო მნიშვნელოვანია, გადავიდეთ ისეთი ტიპის პარტიულ საქმიანობაზე, როგორიც არის აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში. შესაბამისად იზრდება შანსი, რომ განახლებულ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მყოფი ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

კომენტარები