რეკლამა

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი და KPMG Georgia ღია სემინარებს ჩაატარებენ

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის და საერთაშორისო აუდიტორული/საკონსულტაციო კომპანია KPMG Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების თაობაზე ღია სემინარები ჩატარდება. სემინარზე დასწრება უფასო იქნება. ღია სემინარზე განიხილავენ რეზიუმეს (CV) შედგენას, სამოტივაციო წერილის დაწერას, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადებას და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემას. ღია სემინარის მსმენელებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო დამატებით საკითხებზე მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია და რჩევები.

ღია სემინარები ჩატარდება: თელავში 12 ივნისს, ქუთაისში 15 ივნისს და ბათუმში 16 ივნისს. დასწრება სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს ეფექტური გასაუბერების ტექნიკა დამსაქმებელთან ურთიერთობისას. ღია სემინარზე დასწრების შესაძლებლობა აქვს როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ისე ყველას, ვისაც სურს დასაქმება.

ტრენინგის შესარჩევად და ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge.

კომენტარები