როცა ისრაელი აღთქმულ ქვეყანას მიადგა, იმდენად ნაყოფიერი იყო იგი, რომ ყურძნის ერთი მტევანი ორ კაცს მოჰქონდა. (რიცხ. 13:24). ორმოცი წლის შემდეგ შეიყვანა ღმერთმა ებრაელები. დღეს ამ ტერიტორიის ნაწილი ისრაელის სახელმწიფოს უჭირავს. ნაწილობრივ დღესაც ყვავის იგი, ოღონდ ხელოვნურად და, რომ არა ახალი ტექნოლოგიები, უდაბნოდ დარჩებოდა. მიზეზი ამისა ისრაელის ღმრთისადმი ურჩობაა. ფსალმუნში ვკითხულობთ: „დასხნა მდინარენი ოხრად და გამოსავალნი წყალთანი – წყურიელად, ქუეყანაჲ ნაყოფიერი – ბიცად უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთაჲსა" (ფს. 106:33-34). ვერ ესმის ეს გამიწიერებულ გონებას, მაგრამ ასეა – ადამიანი ქმნილებათა გვირგვინი და მეფეა. და, როცა ეცემა ადამიანი, მისი სამკვიდრებელი უნაყოფოდ იქცევა. გუშინ სამეგრელოში ცხელი ქარი ქროდა. საგრძნობლად დაზიანდა თხილნარები. ალაგ-ალაგ მთლიანად ჩამოიბერტყა. დღეს ყველა წუხდა. არცაა გასაკვირი – ჩვენი კუთხის ეკონომიკა ხომ თითქმის მთლიანად თხილს ეყრდნობა. მაგრამ, ვერავისგან გავიგე: იქნებ ჩვენშია პრობლემა, ჩვენს ცოდვებში, ღმრთისადმი ურჩობაში, ჩვენს უკეთურებაში; იქნებ ბუნებაზე საყვედურის ნაცვლად უფლისთვის გვეთხოვა შეწევნა. ძალიან ცუდი ნიშანია, როცა გასაჭირშიც კი არ ახსენებდება ადამიანს ღმერთი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
დეკანოზი ანდრია: გუშინ სამეგრელოში ცხელი ქარი ქროდა, იქნებ ჩვენშია პრობლემა?
tbl.ge/zqk
დაკოპირდა
დეკანოზი ანდრია კემულარია facebook-ის პირად გვერდზე
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ ეკლესია პროევროპელ და არა პრორუს პატრიარქს აირჩევს
- საპატრიარქო: ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა ვატიკანში დაიდგა
- საპატრიარქო ისრაელ-ჰამასის ომს მე-20 დღეს სამი წინადადებით გამოეხმაურა
- საპატრიარქო ირანთან მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებზე საუბრობს
- საახალწლოდ პატრიარქმა მრევლს მარხვა თევზით გაუხსნილა