TBILISI NEWCOMER 2015

13 ივნისს TBILISI NEWCOMER 2015 გაიმართება

დღეს, 13 ივნისს, საღამოს 8 საათზე, ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში, TBILISI NEWCOMERS 2015-ის ლაივ კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას 12 შემსრულებელი იღებს. ლაივ კონცერტის დასრულების შემდეგ ალთერ ვიჟენის პროდიუსერები დაასახელებენ 2015 წლის საუკეთესო 2 ნიუქამერ ბენდს. გამარჯვებულ ბენდებს საშუალება ექნებათ TBILISI OPEN AIR 2015-ზე დაუკრან.

TBILISI NEWCOMER 2015-ში მონაწილეობის სურვილი 75-მა არტისტმა გამოთქვა, წელს პროექტი საერთაშორისო ხასიათს ატარებდა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არტისტებმა სომხეთიდან, უკრაინიდა, რუსეთიდან გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური მუსიკალური პროექტი, Tbilisi Newcomers წელს მეექვსედ ტარდება.

წელს საუკეთესო ნიუქამერები, TBILISI OPEN AIR 2015-ზე, ერთ სცენაზე დაუკრავენ ისეთ არტისტებთან ერთად როგორიცაა: ZEMFIRA, AQVARIUM, PLACEBO, ARCHIVE, BETH HART, BLACK LABEL SOCIETY.

Tbilisi Newcomers 2015-ში მონაწილე არტისტების სია ასე გამოიყურება:

Seva

Tird Side Justice

frick one sees

Insect Instinct

Asea sool

Backwarmer

Friendly mosquito

Illuminatied

strawberry fields

Contact

Vanilla Cage

TAZTHROBE

კომენტარები