საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ოდესის მილიციის უფროსად დაინიშნა

ipress.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ოდესის ოლქის მილიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.

„ჩემი მიზანია, ყოველი თანამშრომლისთვის მუშაობა დიდი პატივი იყოს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეებს არ ეშინოდეთ მილიციის და პირიქით, ენდობოდნენ მას და პატივს სცემდნენ კანონს' - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ახალი ხელმძღვანელი პოლიციელებს გუბერნატორმა მიხეულ სააკაშვილმა, ასევე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არენ ავაკოვმა და მისმა მოაგილემ ეკა ზღულაძემ წარუდგინეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ე. წ. კანონიერმა ქურდებმა ოდესა უკვე დატოვეს.

„იცით, რამდენი კანონიერი ქურდი საქართველოდან საქმიანობს ოდესაში. ჩვენ მათ გადავეცით, რომ ქალაქი დატოვონ. როგორც ვიცი, მათ ქალაქი დატოვეს. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია." - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები