შსს

Genpud: ნარკოტესტირების შემდეგ ქუთაისში მამაკაცი გარდაიცვალა

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წევრის გია ლომინაძის ინფორმაციით, ქუთაისში, მოქალაქე ლევან აბზიანიძე ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაიცვალა. ლომინაძის თქმით, აბზიანიძეს ნარკოლოგიური შემოწმებისთვის სამი აბი შარდმდენი დაალევინეს. 

"ანალიზის შედეგად აბზიანიძეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდასტურდა და უკან წამოიყვანეს. გზაში უთქვამს, რომ ცუდად იყო. მათ კი უთქვამთ - არაფერი არ გიჭირს, სახლში მოგივლიანო“, - უთხრა ლომინაძემ ლიბერალს. მისი ინფორმაციით, აბზიანიძემ მომხდარის შესახებ შვილსა და მეზობლებს უამბო, რის შემდეგაც, გარდაიცვალა.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ოჯახს გარდაცვალების მიზეზების შესახებ დასკვნას ერთ თვეში მიაწვდიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, შსს არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს ნარკოლოგიურში სამი აბი შარმდენი დაალევინეს.

 

კომენტარები