ახალი გზის პროექტი

ნარმანია: მომავალში აუცილებელი იქნება ახალი გზის პროექტის ცვლილება

თბილისის მერია

ვერეს ხეობის დაგეგმარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ გრძელვადიანი თვალსაზრისით აუცილებელი იქნება ახალი გზის პროექტის ცვლილება და "სხვანაირი ტიპის საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება".

"ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება, არსებული ახალი გზა აღვადგინოთ და აღდგენისთვის რა რესურსები იქნება საჭირო. გრძელვადიანი თვალსაზრისით, აუცილებელი იქნება პროექტის ცვლილება და სხვანაირი ტიპის საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება. განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები - ის სახლები, სადაც სარისკოა მომავალში ცხოვრება, იქნება ასევე ცალკე სამუშაო ჯგუფის მსჯელობის საგანი, რომელიც ამ კომისიის ფორმატით შეიქმნება", - თქვა ნარმანიამ.

 

კომენტარები