სტიქიის ზონა

ნარმანია: დაიწყო წვიმა და ცოტა ხნით შეჩერდა ტექნიკის მუშაობა

თბილისში დაწყებული წვიმის გამო, დედაქალაქის იმ ნაწილში, რომელიც სტიქიამ დააზიანა სამუშაოები შეჩერდა. დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ვერეს ხეობაში სამუშაოები ხვალ გაგრძელდება, თუ ამინდი კარგი იქნება.

"დაიწყო წვიმა და ცოტა ხნით შეჩერდა ტექნიკის მუშაობა, თუმცა იქ სადაც ტექნიკა მუშაობს და უსაფრთხოა, ღამის საათებში გააგრძელებენ მუშაობას. თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებმა უკვე შეწყვიტეს მუშაობა. ხვალ დილიდან თუ ამინდი იქნება კარგი, განვაახლებთ ინტენსიურ სამუშაოებს", - განაცხადა მერმა.

კომენტარები