გიორგი ქადაგიძე

ქადაგიძე: სახალხო ბანკის დახურულ საქმეზე გამოძიება ხელახლა 2015 წელს დაიწყო

მეორე არხი

სახალხო ბანკის საქმეზე პროკურატურამ 2012 წელს დაწყებული გამოძიება 2014 წელს დაასრულა და დახურა. რამდენიმე თვის წინ კი გამოძიება ხელახლა დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა. 

გიორგი ქადაგიძის თქმით, სახალხო ბანკში პრობლემები 2007 წელს დაიწყო, თუმცა ბანკი ეროვნული ბანკის მითითებებს არ ემორჩილებოდა. 2008 წლის შემდეგ კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ეროვნულმა ბანკმა მის დასახმარებლად 45 მილიონი, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ 40 მილიონი გამოყო.

"ეს ბანკი არიგებდა პენსიებს და ემსახურებოდა სოციალურ პროგრამებს, ამიტომ არ შეგვეძლო ამხელა თანხა იგივე მენეჯმენტისთვის მიგვებარებინა, სასწრაფოდ მოვძებნეთ ინვესტორები და გავყიდეთ ბანკი. ახლანდელმა ლიბერთი ბანკმა ჩვენ ბანკში ჩადებული 85 მილიონი უკან დაგვიბრუნა და დღეს საქართველოში სიდიდით მესამე ბანკია. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, გამოძიება 2012 წელს დაიწყო და 2014 ში შეწყდა. ეს დოკუმენტები ხელში მაქვს. პროკურორი წერს, რომ საქმეში დარღვევები არ იყო და აღწერს იმ მდგომარეობას, რის გამოც ბანკის გაყიდვა აუცილებელი გახდა", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმთ, სახალხო ბანკის უკვე დახურულ საქმეზე 2015 წლის თებერვალში ხელახალი გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები