რეკლამა

არმინ ვან ბუურენი Gem Fest-ზე, ანაკლიაში, 31 ივლისს დაუკრავს

ჰოლანდიელი სუპერვარსკვლავი არმინ ვან ბუურენი Gem Fest-ზე 31 ივლისს დაუკრავს. ფესტივალი ანაკლიაში წელს პირველად იმართება, არმინ ვან ბუურენის გარდა, ანაკლიაში მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენის ვარსკვლავები: Dub Fire, Booka Shade, პეტრე ინსპირესკუ, M.A.N.D.Y, Radioslave და სხვები ჩავლენ.

ორგანიზატორები ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს კიდევ რამდენიმე სიურპრიზს უმზადებენ, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

Gem Fest ანაკლიაში 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის ბილეთების ყიდვა http://eventer.ge-ზეა შესაძლებელი.

კომენტარები