აქცია ერევანში

სომხეთის ხელისუფლება დემონსტრანტთა მოთხოვნებს არ შეასრულებს

აქცია ერევანში
svoboda.org

სომხეთის ხელისუფლება ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიუხედავად, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. სომხეთის პრემიერმინისტრის ოვიკ აბრამიანის განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს კომპენსაცია გამოეყოფა. 

დემონსტრანტები კი მათი მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ქვეყანა დატოვა და ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. აქცია სახელწოდებით - არა ძარცვას - რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, აქტივისტები დენის  გაძვირებას აპროტესტებენ.

ელექტროენერგიის ტარიფი 1 აგვისტოდან 16%-ით მოიმატებს და დაახლოებით 10 ცენტს გაუტოლდება. ენერგოდისტრიბუციის ქსელს სომხეთში რუსული კომპანია რაო ეესი ფლობს.

კომენტარები