ხანძარი

ჰიპერმარკეტ გორგიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

metro.us

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტ გორგიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მომსახურე პერსონალი და დაცვის თანამშრომლები, მწვავე ინტოქსიკაციით, სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, გორგიაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი ჰიპერმარკეტში მეორე სართულზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

კომპანია ბი ემ სი გორგია-ში აცხადებენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული წყალი პირველ სართულზე ჩავიდა და ავეჯის განყოფილებებს აზიანებდა. ამის გამო, შენობაში რამდენიმე თანამშრომელი შევიდა და მათ გაკვამლიანების შედეგად ჟანგბადის მიწოდება დასჭირდათ. 

 

კომენტარები