საოკუპაციო ხაზი

შსს: საოკუპაციო ხაზთან უცხო პირებს არ შეუშვებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან უცხო პირებს არ შეუშვებენ. მისი თქმით, შეზღუდვა ჟურნალისტებსაც ეხება. შეზღუდვის მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრო პროვოკაციის თავიდან აცილებას ასახელებს. 

"საფრთხე ორივე მხრიდან არსებობს. ანდრო ბარნოვის გუშინდელი ქმედება არ იყო მიზნობრივად გამართლებული, რადგან ასეთმა ფაქტებმა, შესაძლოა, მეორე მხრიდან პროვოკაცია გამოიწვიოს და დაპირისპირება მოხდეს", - უთხრა ენუქიძემ ინტერპრესნიუსს.

კომენტარები