ოდესის გუბერნატორი

სააკაშვილმა მოადგილედ მარია გაიდარი წარადგინა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარი მოადგილის პოსტზე ცნობილი რუსი ოპოზიციონერი მარია გაიდარი წარადგინა.

32 წლის გაიდარი რუსეთის ყოფილ პრემიერის, ეგორ გაიდარის შვილია. იგი რუსეთში ოპოზიციურ მოძრაობაში მონაწილეობდა, 2009-2011 წლებში კიროვის გუბერნატორის მოადგილე იყო, გადადგომის შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა.

სააკაშვილის თქმით, გაიდარმა პრეზიდენტ პოროშენკოს მოქალაქეობის თხოვნით უკვე მიმართა. 

კომენტარები