ბევრი უსაქმური ადამიანია და, რა თქმა უნდა, მათ საქმე აღარ აქვთ, ნაციონალებს, მათ მხარდამჭერებს. 500 კაცი მოგროვდა, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც თვით ნაციონალებსაც კი ვაძლევთ უფლებას და ვიცავთ მათ. მოგეხსენებათ, რომ არაერთი აქცია ჩატარდა და პირადად ვახო გომელაური იყო, რომელიც, ასე ვთქვათ, აკონტროლებდა, რომ მშვიდ გარემოებაში ჩატარებულიყო აქციები, არაერთი. ასე რომ, ეს არის თანამედროვე დემოკრატიის გამოხატულება. სწორედ ამ ადამიანების დამსახურება არის, რომ ჩვენს ქვეყანაში, შიგნით, დღეს დამატებით გვყავს 25 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი. 150 სოფელი, დამატებით დაკარგული ტერიტორიები, აი, ეს ბანერები და ეს ტერიტორიები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სწორედ ნაციონალური მოძრაობის და მიშა სააკაშვილის დამსახურება. ასობით ჩვენი დარუპული ჯარისკაცები და მოქალაქეები, ეს არის მათი დამსახურება... ვინ ცნობილი სახეები იყვნენ? არ ვიცი, შეიძლება, თქვენ დაუძახოთ ჩერგოლეიშვილს და სხვებს ცნობილი სახეები. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. რომ 500 კაცი იქნება თუ 50 კაცი, შეუძლიათ, შეიკრიბონ და რაც უნდათ, ის აპროტესტონ.
tbl.ge/lx9
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- სულხანიშვილი: ხელისუფლება მოგვიწოდებს, ტერორისტულ სახელმწიფოს თავი დავუხაროთ
- მშვენიერაძე: ნერგავენ მითებს, რომ რუსეთი ჩვენი გადამრჩენელი და მხსნელია
- გიორგი ტუღუში: მიმდინარეობს ჩვენი ევროპული მომავლის განადგურება
- NGO-ები: 18 ივლისს შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებლად ჩაერივნენ
- ბედინეიშვილი: ხელისუფლების ქმედებები არის ლაჩრული, უტვინო და მოღალატეობრივი