აშშ-ის, საქართველოს და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურები რუსეთს 2014 წლის თებერვალში, სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს ტერაქტების აღკვეთაში დაეხმარნენ. ამის შესახებ, რუსული სააგენტო РИА Новости -ს ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა.
„სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს და მათი მომზადების პროცესში, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩვენს პარტნიორებთან ერთად, პირველ რიგში საფრანგეთთან, გერმანიასთან, ავსტრიასთან, აშშ-სთან და საქართველოსთან ერთად, თავიდან ავიცილეთ ჩვენს ოლიმპიურ ობიექტებზე რამდენიმე ტერორისტული შეტევა, რომლებიც მზადდებოდა", - განაცხადა ბორტნიკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქოში გამართულ ევროპულ თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში რიგი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.