7 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გუნდები დაწყვილდნენ.
კენჭისყრის შედეგად, 20 კლუბისგან 10 წყვილი შედგა. გუნდები პირველ შეხვედრებს 18-19 აგვისტოს ჩაატარებენ, განმეორებითი დაპირისპირებები კი 25-26 აგვისტოს გაიმართება.
გთავაზობთ წილისყრის შედეგად გამოვლენილ წყვილებს:
ასტანა (ყაზახეთი) - აპოელი (კვიპროსი)
სკენდერბეუ (ალბანეთი) - დინამო ზაგრები (ხორვატია)
სელტიკი (შოტლანდია) - მალმიო (შვედეთი)
ბაზელი (შვეიცარია) - მაკაბი თელ-ავივი (ისრაელი)
ბატე (ბელორუსი) - პარტიზანი (სერბეთი)
ლაციო (იტალია) - ლევერკუზენი (გერმანია)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - ბრიუგე (ბელგია)
სპორტინგი (პორტუგალია) - ცსკა მოსკოვი (რუსეთი)
რაპიდი (ავსტრია) - შახტარი (უკრაინა)
ვალენსია (ესპანეთი) - მონაკო (საფრანგეთი)