გელოვანის გამზირის დაკეტვა

გელოვანის გამზირის ნაწილის დაკეტვის გამო შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მდინარე დიღმულას ხიდის რეკონსტრუქციის გამო მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილის 120 დღით დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"თბილისში, მდინარე დიღმულას ხიდის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, 7 აგვისტოდან, 120 დღით მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილი დაიკეტება, რის გამოც აღმაშენებლის ხეივნიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაერთო სოფელ დიღმის ასახვევიდან, ვაშლიჯვარში გადამსვლელი ხიდის გავლით, გოძიაშვილის ქუჩაზე (ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამოსასვლელამდე)", - წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლებს ასევე შეუძლიათ იმოძრაონ რობაქიძის გამზირზე, ბაქრაძის ქუჩის გავლით, ვეფხვისა და მოყმის ძეგლის მიმართულებით.

კომენტარები