რუსეთი და ეკლესია

მიტროპოლიტი ვახტანგი: რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი უნდა დაიწყოს

დღეს, ჩვენ გვტკივა ჩვენი აფხაზეთი, გვტკივა ჩვენი სამაჩაბლო და ეს არის ჩვენი ერების ტკივილი. არამარტო საქართველოისა, არამედ ეს არის თვითონ აფხაზეთისა და ოსების ტკივილი და სხვა იმ კეთილმოსურნე ერების ტკივილი, რომელიც ჩვენთან ერთად იზიარებენ ჩვენს ჭირსა და ლხინსაც. მაგრამ რაშია გამოსავალი? დღეს ბევრი რამ კეთდება თითქოს არის დიალოგი, შეხვედრა, რომ ჩვენ... უკვე დროა, რადგანაც დრო არ ითმენს და დრო ყოველთვის მიწასთან ასწორებს ყველაფერს. ბევრ შემთხევაში იმ წარსულსაც ამახინჯებს, იმ წარსულ დიდებას, რომელიც ჰქონდა საქართველოს და აფხაზეთს. მაგრამ, როგორც ბრძანებს მისი უწმიდესობა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აფხაზები, ქართველები და ოსები ისევ გაერთიანდნენ, ერთ ძალად წარმოდგნენ ქვეყნის წინაშე და ერთი საქართველოს შვილები იყვნენ. მხოლოდ ლაპარაკი არ არის საკმარისი. ამისთვის კი საჭიროა, ხელისუფლებამ და ეკლესიამ სერიოზული ნაბიჯები გადადგას. პირველ რიგში, რუსეთის ხელისუფლებასთან უნდა დაიწყოს დიალოგი.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა იქადაგა.

კომენტარები