რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2 მოსამართლის გადაწყვეტილებას დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას ტელევიზია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს. დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ რუსთავი ორის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდებიან. გვარამიას შეფასებით, სასამართლოში მიმდინარე პროცესი პოლიტიკურია და არა - სამართლებრივი.

"შევხვდებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გავაცნობთ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. მათ შორის, სასარჩელო მოთხოვნებს, ასევე უკანონო განჩინებას, რომელიც მოსამართლემ გამოიტანა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ, როგორც აქამდე იყო და როგორც ყოველთვის იყო, ისინი იქნებიან ქართული დემოკრატიის სადარაჯოზე და ძალიან ახლოს მიადევნებენ თვალყურს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს. დღესვე შევხვდებით ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათაც მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.  

კომენტარები