რუსთავი 2-ის საქმე

იაროშევიჩი რუსთავი 2-ზე: ამ საკითხს ხელისუფლებასთან შეხვედრისასაც წამოვწევთ

მადლობა მინდა გადავუხადო რუსთავი 2-ს საქმის გაცნობისთვის, რომელიც საკმაოდ კომპლექსურია. უცხოელებისთვის კი რთულია ყველა დეტალის გაგება. აქ უკვე ოთხი წელია ვარ და ბევრი განხილვა მსმენია რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლების ხელშეწყობა. გვჯერა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება დამოუკიდებელი უნდა იყოს, რა მხრივაც პროგრესი უკვე ვნახეთ. გვჯერა, რომ მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ნაბიჯები უნდა გადაიდგას. იმედს გამოვთქვამთ, რომ არ იქნება ზეწოლა კერძო მედიაზე. ჩვენ ამ საკითხს ხელისუფლებასთან შეხვედრისასაც წამოვწევთ, რადგანაც ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან, გვაქვს დიალოგი და ვფიქრობთ, რომ გულახდილად შეგვიძლია გამოვხატოთ ხელისუფლებასთან ის, რაც გვაწუხებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, რუსთავი 2-ის მიერ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები