რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: ქონების დაყადაღება რუსთავი 2-ს, ფუნქციონირებაში, ხელს არ უშლის

ჩემთვის მთავარია, რომ რუსთავი 2-ს არ შეექმნას პრობლემები მაუწყებლობაში და ხელი არ შეეშალოს იმაში, რომ გააგრძელოს საქმიანობა. ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ხელს არ უშლის ამ მედიასაშუალებას, რომ გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და ჩემთვის ამ ეტაპზე ეს არის მთავარი. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, არსებით გადაწყვეტილებას, რომელიც ყველასთვის იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ტელეკომპანია 2-ის ქონების სრულად დაყადაღების შესახებ.

კომენტარები