ზარალის ანაზღაურება

სეტყვით დაზარალებულები კომპენსაციას მხოლოდ დაზღვევიდან მიიღებენ

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კახეთში სეტყვისგან მოყენებულ ზარალი მხოლოდ იმ მოქალაქეებს აუნაზღაურდებათ, ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმთ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სტიქიით დაზარალებულებმა შესაბამისი დახმარება მიიღონ.

„ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით წავახალისოთ დაზღვევა და სახელმწიფომ გაზარდოს 50-70 პროცენტამდე დაზღვევის თანადაფინანსების კომპონენტი," - განაცხადა ოთარ დანელიამ. მათ კი, ვისაც აგროდაზღვევა არ აქვს, ხელისუფლება შხამ-ქიმიკატებით დაეხმარება.

დანელიას თქმით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა, რომლის შექმნაზეც 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, 80-90 პროცენტით ეფექტური გამოდგა. "კახეთში უნდა ყოფილიყო წელს მინიმუმ 34 სეტყვის შემთხვევა და იყო მხოლოდ სამი... ეს არის მისაღები შედეგი", - განაცხადა დანელიამ.

სტიქიის შედეგების აღმოფხვრის საკითხები მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განიხილა.

კომენტარები