საბერძნეთი

საბერძნეთის დროებით მთავრობას ახალი პრემიერი ვასილიკი ტანუ უხელმძღვანელებს

http://az.trend.az/

საბერძნეთის პრემიერის თანამდებობა პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალმა დაიკავა. 65 წლის ვასილიკი ტანუ ქრისტოფილუ გარდამავალ მთავრობას უხელმძღვანელებს, რომელიც პრემიერ ალექსის ციპრასის გადადგომის შემდეგ შეიქმნა. იგი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და კონსტიტუციის თანახმად, მთავრობას მომავალ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. ვადამდელი არჩევნების თარიღს ქვეყნის პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს. ტანუ, ისევე როგორც მისი წინამორბედი ციპრასი, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის მოწინააღმდეგეა. 

საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი 20 აგვისტოს გადადგა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ციპრასი 7 თვის წინ, 2015 წლის იანვარში გახდა საბერძნეთის პრემიერი, თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირის ახალი დახმარების პროგრამის სრულ ამოქმედებამდე, ნდობის ახალი მანდატი სჭირდება. ციპრასის მიზანი საკუთარ გუნდში იმ მოწინააღმდეგეების ხმების ჩახშობაა, რომლებიც ევროკავშირის დახმარების პროგრამის პირობებს არ ეთანხმებიან. 7-თვიანი მმართველობის შემდეგ ციპრასის საარჩევნო ყუთთან დაბრუნების მიზეზი სწორედ გუნდში რადიკალური ძალების განეიტრალებაა. ევროკავშირის  დახმარების მესამე პროგრამის სრულ ამოქმედებამდე სირიზას ლიდერს სურს საკუთარი პოპულარობის კაპიტალიზება მოახდინოს და ძალაუფლება მოწინააღმდეგეების გარეშე მოიპოვოს. არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა, ბერძნული მედია 20 სექტემბერზე მიუთითებს. 

საერთაშორისო და ადგილობრივი კომენტატორებისთვის ციპრასის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ისინი დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე ციპრასი პოზიციების გასაძლიერებლად არჩევნებს დანიშნავდა. გასულ კვირას სირიზას საარჩევნო სიით  პარლამენტში მოხვედრილთა მესამედმა ევროკავშირის დახმარების პროგრამას მხარი არ დაუჭირა. სავარაუდოდ სწორედ ამის გამო დააჩქარა ციპრასმა არჩევნების დანიშვნა. 

კომენტარები